დ) C ჰეპატიტის
ელიმინაციის ეფექტური განხორციელებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის
ხელშეწყობა, მათ შორის, უახლესი თაობის ანტივირუსული მედიკამენტების
ხელმისაწვდომობის გასაზრდელად; ე) საბჭოს მუშაობის შედეგად მიღებული მონაცემებისა და რეკომენდაციების გავრცელების უზრუნველყოფა; ვ) C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია. 4. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მიერ დელეგირებული პირი. 5. საბჭოს სხდომები იმართება მინიმუმ წელიწადში 3-ჯერ. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიმართოს დამატებითი სხდომები. 6. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება კენჭისყრით, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებას იყენებს თავმჯდომარე. 7. საბჭოს წევრთა უფლება-მოვალეობანი: ა) საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა.ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში; ა.ბ) ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას; ა.გ) დამატებითი სხდომის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს სამდივნოს. ბ) საბჭოს წევრი პასუხისმგებელია: ბ.ა) დაიცვას წინამდებარე დებულება და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; ბ.ბ) გაუფრთხილდეს საბჭოს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას; ბ.გ) არ გამოიყენოს საბჭოს წევრის სტატუსი პირადი ან ინსტიტუციური ინტერესების გასატარებლად; ბ.დ) დაესწროს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყოველ შეხვედრას. წევრები, რომლებიც წლის განმავლობაში არ დაესწრებიან სხდომათა ნახევარზე მეტს, დატოვებენ საბჭოს შემადგენლობას, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით; ბ.ე) საბჭოს თავმჯდომარის/სამდივნოს მიმართვის საფუძველზე შეასრულოს ტექნიკური და საექსპერტო სამუშაო საბჭოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ.ვ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცალკეული საკითხის განხილვაში, მათ შორის ელექტრონული მიმოწერის ფორმატში. 8. საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება დაევალოს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს: ა) საბჭოს სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება 1 წევრით: ა.ა) ია ყამარაული - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საბჭოს მდივანი; ბ) სამდივნო უფლებამოსილია: ბ.ა) ორგანიზება გაუწიოს საბჭოს შეხვედრებს. შეადგინოს დღის წესრიგი, მოამზადოს შეხვედრისთვის საჭირო დოკუმენტაცია; ბ.ბ) მოიწვიოს საბჭოს წევრები სხდომებზე; ბ.გ) მოამზადოს თითოეული სხდომის ოქმი, შეინახოს მასალები, კორესპოდენცია, პრეზენტაციები. |